მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ივნისი  2017

    თბილისში, საბურთალოს რაიონში, 61 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

    საბურთალოს რაიონში, ქალაქ თბილისის 61 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას მშენებლობის პროცესზე. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ მაჩაიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები.
    N61 საჯარო სკოლის ახალი შენობა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფილი იქნება:

    თანამედროვე გათბობის სისტემით

    შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით

    ბიბლიოთეკით

    საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით.

    სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირდება სველი წერტილებიც. სკოლაში იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, განხორციელდება ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვა.
    facebook გვერდის ლინკი: www.facebook.com/ESIDA.info/

     

     


პარტნიორები