მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ივნისი  2017

    ენერგეტიკის სამინისტრო 2 მლრდ დოლრამადე ღირებულების ჰესების მშენებლობას აანონსებს

    ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში დაახლოებით, 1000 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებელობა დაიწყება.

    "წელს უკვე ვაწერთ ხელს „ნამახვანის“ პროექტის იმპლემენტაციას და მშენებლობა ალბათ, შემდეგი წლის დასაწყისში დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ონის პროექტი ძალიან მომწიფდა და მისი მშენებლობა ალბათ, წლის ბოლოს დაიწყება. „ნენსკრა ჰესი“ უკვე დაწყებულია. აჭარაში „კორომხეთის“ პროექტზე, რომელიც 100-მეგავატიანია, უკვე მოლაპარაკებების დასრულებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში და საერთო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 1000 მეგავატამდე იქნება ახალი მშენებლობები", - განუცხადა ილია ელოშვილმა „საქმის კურსს“.

     

     


პარტნიორები