მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივნისი  2017

    სენაკის სოფელ ხორში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ( +ფოტო )

    სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

    სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

    სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 185 045 ლარს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს.

    სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილე თენგიზ ლომიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

    დასაქმებულია 20 ადგილობრივი მცხოვრები.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     



პარტნიორები