მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  ივნისი  2017

    შევეწიოთ 12 მოციქულის ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია

    გატყობინებდათ, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. საშენი მასალების დეფიციტის გამო მშენებლობა შეჩერებული იყო და კეთილი ადამიანების დახმარება იყო საჭირო საქმის გაგრძელებისთვის.

     ტაძრის კედლები უკვე ამოყვანილია. გვინდა მშენებლების და მისი ორგანიზატორების სახელით მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც თუნდაც 1 ლარით შეეწია ამ მადლიან საქმეს. უფალმა შეგიწიროთ და სიკეთით ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი შენაწირი.

    მალე უნდა დაიწყოს ტაძრის გუმბათის სამუშაოები. საჭიროა არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა.

    მოდით, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად, მეგობრებო! შევეწიოთ ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია.
    12 მოციქულის მადლმა გაგაძლიეროთ!

    შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
    GE50BG0000000550190700
    მიმღები მალხაზ ნოზაძე

    ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.


პარტნიორები