სიახლეები
-
17 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში ოდესის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.
პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა ბორდიურები, შეიცვალა წყალსადენი მილები.
შესრულებული სამუშაოები დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაათვალიერეს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.