სიახლეები
-
16 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
აღმაშენებელზე თოჯინების თეატრის მშენებლობას აპროტესტებენ
თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები, მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ, რომ თბილისის მერიამ აღმაშენებლის 136-ში მშენებლობა შეაჩეროს. აღნიშნულ მისამართზე მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი შენდება.
მოსახლეობის თქმით, კლდოვანი ნიდაგის დაშლის სამუშაოები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ირგვლივ მდებარე საცხოვრებლებსა და შენობა/ნაგებობეს. მათი განცხადებით, ადგილზე დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ახალი გეოლოგიური კვლევა, რის საფუძველზეც გამოჩნდება მშენებლობა უნდა გაგრძელდეს თუ არა. თავისიფალი დემორკატები-რესპუბლიკელები და მაცხოვრებლები აღნიშნულზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიასა და არქიტექტურის სამსახურს აკისრებენ:
თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ელენე მაცხონაშვილის თქმით მშენელობა კანონის დაცვით მიმდინარეობს:
”თოჯინების თეატრი ღმაშენებლის 103 ნომერში მდებარეობდა, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში თოჯინების თეატრს დაატოვებინეს საკუთარი შენობა და დარჩა ქუჩაში. ძალიან კარგი ფაქტია, რომ
კულტურის სამინისტრომ მოიძია თანხები, ტერიტორია, თბილისის მერიის დახმარებით დაპროექტდა და ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - ჩვენი შვილებისთვის შენდება თოჯინების თეატრი. მე მესმის მოსახლეობის პრეტენზია რომ ამ ყველაფერს მოყვება ხმაური, მტვერი, სხვა ტიპის დისკომფორტი, რომელიც ახასითებს მშენებლობას, მაგრამ თუ ყველა გავიაზრებთ რა მნიშვნელოვანია ის შედეგი რაც 2 წელში დადგება, ალბათ რაღაც დისკომფორტი ასატანია. ყველა დეტალი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე მათის საცხოვრებლების უსაფრთხოებაც მაქსიმალურადაა დაცული და ეს ყველაფერი დადასტურებულია სამხარაულის ექსპერტიზით და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი”- განაცხადა მაცხონაშვილმა