მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ივნისი  2017

    "ლოპოტას" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული მემორანდუმი შეწყდა

    "ლოპოტას" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული მემორანდუმი შეწყდა.

    მემორანდუმი ითვალისწინებდა, თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ლაფანყურში 10 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

    საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „ართანა ლოპოტამ” დაარღვია მემორანდუმი, რის გამოც მასთან შეთანხმება გაუქმდა.

    "ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს "ართანა ლოპოტას", სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას", სს "გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს", შპს 'ენერგოტრანსსა" და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტას“ შესახებ 2017 წლის 24 აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შპს "ართანა ლოპოტას“ მიერ დარღვევის თაობაზე და აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად მემორანდუმის 13.3 პუნქტის საფუძველზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.

    აქვე აღნიშნულია, რომ დაირღვა საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტას“ შესახებ 2014 წლის 17 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადგენილი ვადიები, რის გამოც ეს მემორანდუმიც გაუქმებულია.

    აღნიშნულთან დაკავშირებით "საქმის კურსი" თავად კომპანია "ართანა ლოპოტას" დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მემორანდუმი შეჩერებულია, რამდენადაც პროექტში ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი.

    "ართანა ლოპოტაში" აცხადებენ, რომ ცვლილებებით, შემცირდა ჰესის სიმძლავრე და ის 10 მეგავატზე ნაკლები იქნება. რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რატომ შემცირდა ჰესის სიმძლავრე, კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ. 


პარტნიორები