მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივნისი  2017

    უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

    უკანონო მშენებლობა პლაჟზე. ახალი ობიექტის საძირკველი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუყარა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ფაქტზე რეაგირება უკვე მოახდინა და სამი დღეა მშენებლობის პროცესი შეჩერებულია. უნებართვო მშენებლობა შპს „რესტა“-მ დაიწყო. ტერიტორიაზე იგი აუქციონის გზით შევიდა. მას 1 381 კვადრატული მეტრი ტერიტორია 2019 წლამდე გადაეცა. დაგეგმილი აქვს კვების ობიექტის მშენებლობა. ბათუმის ბულვარში აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციაში წარდგენლი პროექტი ხის ნაგებობის აგებას ითვალისწინებს, ბეტონის სვეტები კი სიმყარისთვის ჩაასხეს. განსხვავებით ბულვარისაგან, მშენებელს პროექტი არ შეუთანხმებია ბათუმის არქიტექტურის სამსახურთან და არც მშენებლობის ნებართვა აქვთ გაცემული, რაც სამსახურის უფორისის განცხადებით აუცილებელი იყო. ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში. 

     

     

     

     

     

     


პარტნიორები