მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  ივნისი  2017

    შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ტენიკურ – ეკონომიკური კვლევის შემდეგ გადაწყდება

    თბილისის მერ დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილიდან რკინიგზის გადატანისა და შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილებას საბოლოოდ, იმ ტენიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ მიიღებენ, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ და თბილისის მერია ერთობლივად დაუკვეთავენ. მანამდე, შესაძლებელია, ეტაპობრივად გამოთავისუფლდეს ჩიხებით დაკავებული სხვადასხვა ტერიტორიები და გაკეთდეს ამ ტერიტორიების განაშენიანების ერთიანი გენერალური გეგმა.

    როგორც დავით ნარმანიამ პორტალ “კვირასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაცია წარმოადგინა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც თბილისის მთავრობას სთავაზობს რკინიგზის მიმდებარედ დაკავებული 70 ჰექტარი მიწის გამოთავისუფლებას, რომელიც ძირითადად, რკინიგზის გასწვრივ ე.წ. ჩიხებისა და რკინიგზასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ობიექტებს უკავიათ.

    “მსგავსი გამოცდილება გერმანელ პარტნიორებთან ერთად ​შტუდგარდში და ფრანქფურტში ვნახეთ, სადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა. ამ პრაქტიკის თანახმად, რკინიგზის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება ქალაქის ტერიტორიაზე ძირითადად, მგზავრთა გადასაყვანად, ხოლო ტვირთების გადატანა ქალაქიდან გადის. შესაბამისად, რკინიგზის ჩიხებით დაკავებული ტერიტორია თავისუფლდება და ქალაქს ეთმობა შესაბამისი სწორი განვითარებისთვის. ამიტომ ძალიან საინტერესო რეკომენდაციაა შემოთავაზებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
    ​მისივე ინფორმაციით, გენგეგმის პროექტის საჯარო განხილვები ზაფხულში, ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არქიტექტორთა ასოციაციაში, ასევე, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა მაქსიმალურად წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, შენიშვნები და მოსაზრებები. საბოლოო ვერსია კი საკრებულოს სექტემბერში წარედგინება.

     

     

     


პარტნიორები