მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  ივნისი  2017

    ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს

    ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს, რისი მიზეზიც 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმლზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლად წარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

    სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    მათივე ცნობით, შპს „არქიტექტორები და კომპანიამ“ არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოასწოროს, რადგან აღნიშნულ ვალდებულებას სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს.

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისს მხარეები თბილისში კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც უფრო კონკრეტულად განისაზღვრება აღდგენითი მეთოდოლოგია.

     

     

     


პარტნიორები