მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  ივნისი  2017

    ლონდონში 24 სართულიანი თაუერი დაიწვა

    ლონდონის დასავლეთ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
    საცხოვრებელ თაუერში 200-მდე ბინაა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაშავებულის შესახებ. ადგილზე მობილიზებული იყო 200 მეხანძრე, რომლებიც სახლთან მისვლას ვიწრო ქუჩების გამო, ვერ ახერხებდნენ.
    მაშველები აცხადებენ, რომ არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხეც.

    თვითმხილველების თქმით, შესაძლოა იყოს მსხვერპლი, რადგან რამდენიმე ადამიანი მათი ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოხტა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
    ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

    ლონდონის მერის სადიკ ხანის განცხადებით, ხანძარს "მასშტაბური ინციდენტის" სტატუსი მიენიჭა.

    პირდაპირ ეთერში ყურება შეგიძლიათ 

     


პარტნიორები