სიახლეები
-
პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისიდან დაიწყება
პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისიდან დაიწყება
60 წლის შემდეგ პირველად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები.
სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სექტემბერში, სანამ მოსახლეობა დედაქალაქში დაბრუნდება ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებული იყოს.
3 კმ-ის სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, სრულად განახლდება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.




