სიახლეები
-
13 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
სოფელ საკირეში მეწყერის შედეგად დაზიანებულ გზას აკეთებენ
სოფელ საკირეში, გასულ წელს მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აქ ამ დრომდე ტრანპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„მუშაობა გასულ წელსვე დაიწყო გეოლოგიურმა ჯგუფმა. მდგომარეობა შეისწავლეს და დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროექტი შედგა. აქ გაწმენდება გზა და ასევე აშენდება საყრდენი კედლები. მოეწყობა 136 ხიმინჯი, სადრენაჟო სისტემა, ბეტონის გზა და სანიაღვრე არხი. რეკომენდაციის მიხედვით ბეტონის გზის დაგება სამუშაოების დამთავრებიდან 4-5 თვის შემდეგ მოხდება“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი განხორციელებისათვის 447 490 ლარი გაიხარჯება.
ბორჯომის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ საკირეში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერის ჩატარებისთანავე ბეშკენაძეების უბანშიც დაიწყება, ასევე მოწესრიგდება სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა: „პროექტი მასშტაბურია და დაფინანსებულია 667 562 ლარით“.