მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივნისი  2017

    სამშენებლო კომპანია ”სვეტის” ხელმძღვანელის გატაცება


    მოგახსენებთ, რომ ამა წლის 26 მაისს მოხდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გატაცება და მასზე განხორციელდა მუქარა, თანხის გამოძალვის მიზნით. გარკვეული პირები ცდილობდნენ დამფუძნებელზე სიტყვიერი და ფიზიკური ზემოქმედების გზით მიეთვისებინათ სოლიდური თანხა 150 000 $-ის ოდენობით და მის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.

    ასევე, მიმდინარე წლის 9 ივნისს, დილით, ოფისში მოსვლისას, დამფუძნებლის კაბინეტის ფანჯარაზე დაგვხვდა ნატყვიარი. სავარაუდოდ, გასროლა გვიან ღამით განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
    დამფუძნებელის მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. პოლიციამ, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავა 4 პირი, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

    კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით ორგანოებს ოპერატული რეაგირებისათვის. ჩვენი განცხადების მიზანი და მოტივი კი შემდეგია: მივმართავთ ნებისმიერ პირს, ბიზნესის წარმომადგენლებს, თუკი მათზე ოდესმე განხორციელდება მუქარა ნებისმიერი ფორმით, აუცილებლად ითანამშრომლონ პოლიციასთან, რომელიც ოპერატიულად შეძლებს მსგავსი ფაქტის გამოძიებასა და აღკვეთას.

    ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობიანი ბიზნეს-საქმიანობის განხორციელებას. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „სვეტი“ ყოველთვის დაიცავს თავის ინვესტიციას და იმ ნდობას, რომელიც ხალხმა გამოუცხადა ჩვენს კომპანიას 


პარტნიორები