სიახლეები
-
13 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად გზშ-ს ანგარიში მზადაა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (გზშ) წარადგინა.
ანგარიშის საჯარო განხილვა 1 აგვისტოს 12:00 საათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, 2 აგვისტოს კი, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩი“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
Royal Haskoning DHV -ის მიერ შექმნილ გზშ-ს ანგარიშში გააანალიზებულია ანაკლიის ნავსადგურის განვთარების I ფაზის სამუშაოები და გარემოზე მათი მცირე, საშუალო თუ ძლიერი გავლენა.
სწორედ გზშ-ს ანაგარიშზეა დამოკიდებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და მშენებლობის ნებართვის მიღებაც.
როგორც იცით, პროექტის პირველი ფაზის დროს მოხდება ნავსადგურის განვითარება, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ტონა საკონტეინერო ტვირთს მოემსახურება ( დაახლოებით 790,000 TEU) .
ასევე ცნობილია, რომ ნავსადგურის განვითარების პირველი ფაზა დაფარვს დაახლოებით 110 ჰექტარს, პორტის მშენებლობა კი, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში ქალაქის გაშენების იდეაც "გაცოცხლდა".
ქალაქის გაშენების გეგმაზე „თიბისიმ“ და „კონტი ჯგუფმა“ უკვე განაცხადა და კომპანია „ანაკლია სითიც“ დააფუძნა. ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება