მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივნისი  2017

    დუშეთში ადგილობრივები და ტურისტები კეთილმოწყობილ პარკში დაისვენებენ

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დუშეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.

    დუშეთის ცენტრალური პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, დუშეთის მოსახლეობისთვის დასასვენებელი პარკი მოეწყობა, 9 თვის განმავლობაში ათობით ადგილობრივი მოსახლე იქნება დასაქმებული. დუშეთის პარკის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის.

    პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებსა და მისი ღირებულება 2 252 993 ლარია. პროექტით გათვალისწინებულია: შადრევნის, სანიაღვრეების და კანალიზაციის მოწყობა. ასევე, საყრდენი კედლის გამაგრება და ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებს პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარემოპირკეთებას. ამ ეტაპზე, დასრულებულია დაკვალვის სამუშაოები. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.


პარტნიორები