სიახლეები
-
12 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
მარდი ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა 6 თანმშრომელი ბინებით დაასაჩუქრა
მარდი ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის 6 თანმშრომელი ბინებით დაასაჩუქრა.
კომპანიამ თანამშრომლებს კორპორატიულ შეკრებაზე მოუწყო სიურპრიზი და ბათუმში მშენებარე სახლში „მარდი მოლში“ სტუდიო ტიპის ბინები გადასცა.
"სასურველია ყოველთვის სათანადოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა და თავდადება. ჩვენი კომპანიისთვის ფინანსურ მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების და თანამშრომლების კმაყოფილება. სასიხარულოა, რომ ჩვენი დამფუძნებელი ირაკლი თურმანიძე და პარტნიორები თავად იჩენენ მსგავს ინიციატივებს.“ -ამბობს ნათია სირაბიძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
მარდი ჰოლდინგი 100%-ით ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც სამშენებლო, ასევე ტურისტულ, გადაზიდვების და სასტუმრო ბიზნესებს.პროექტების ინფორმაცია იხილეთ ვრცლად