მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ივნისი  2017

    "საქართველოში ახალი შენობების უმრავლესობა საბჭოური პერიოდის მშენებლობის სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს"

    „ენერგოეფექტურობის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი აბულაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ენერგო მიმართულების მხრივ, რეგულაციების დეფიციტი არსებობს, რაც ენერგოეფექტურობის წინსვლას ხელს უშლის.

    როგორც აბულაშვილმა რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პროფესიონალები" აღნიშნა, ქვეყანაში აშენებული ახალი შენობების უმრავლესობა საბჭოური პერიოდის გვიანი ეტაპის მშენებლობის სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს.

    „ჩვენს მიერ დასახული მიზნებისთვის აქტიურად არ ვიღწვით და რეგუალციების დეფიციტით ამიტომ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის რეგულაციების იმ სექტორებში შემოღება, სადაც ბაზარი ძალიან გვიან ან საერთოდ ვერ ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში მშენებლობის სექტორს ვგულისხმობ. ჩვენთან აშენებული შენობების უმრავლესობა არათუ დღევანდელ ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, არამედ საბჭოური პერიოდის გვიან ეტაპზე აშენების სტანდარტებსაც მნიშნელოვნად ჩამოუვარდება. ამ ტიპის ნორმები ფაქტობრივად, უგულვებელყოფილია და მთავარია, რომ აშენდეს. ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, დღევანდელი შენობების ენერგოეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.მითუტეს ,როცა საქმე ე.წ. კარკასულ მშენებლობას ეხება, რადგანაც რკინა-ბეტონის კარკასი უდიდეს თბოგამტარს წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.

    მისი თქმით, შენობები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გაცილებით მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ყველაზე დიდძრავიანი ავტომობილი: „რიგითი ავტომფლობელისთვის ცნობილია ფრაზაა, რამდენს წვავს ავტომობილი. დამერწმუნეთ, თქვენი შენობები, ბინები, სადაც ცხოვრობთ, გაცილებით მეტ ენერგიას „წვავს", ანუ მოიხმარს, ვიდრე თითოეული ჩვენგანის ყველაზე დიდძრავიანი ავტომობილი".

     

     


პარტნიორები