მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  ივნისი  2017

    მზისა და ქარის სადგურების ასაშენებლად ლოკაციები დაახლოებით 1 წელში შეირჩევა

    BGEO საქართველოში მზისა და ქარის სადგურების ასაშენებლად კვლევებს მომავალი წლის გაზაფხულზე დაასრულებს. კომპანიაში ამბობენ, რომ შესაბამისი კვლევები მოითხოვს, როგორც დროს, ასევე მილიონობით დოლარის ინვესტრირებას. არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს ჰესის მშენებლობა სვანეთში. „მესტიაჭალა1-ს“ და „მესტიაჭალა2-ს“ BGEO-ს შვილობილი „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, ავსტრიულ RP Global Investment-თან ერთად ახორციელებს.

    „აღნიშნული პროექტების გარემოზე ზემოქმედება ძალიან დაბალია, არ ხდება რეზერვუარის დაგუბება, მოსახლეობასთან შეხებაც მნიშვნელოვანი არაა, ენერგეტიკისთვის ეს არის ერთი დიდი ნაბიჯი წინ.

    ნახავრი წლის წინ მივმართეთ სახელმწიფოს და ავიღეთ ლიცენზია როგორც ქარის მიმართულებით, ასევე მზის მიმართულებით. აღნიშნულ ლოკაციებზე კვლევები მიმდინარებს და გაისად გაზაფხულზე გვეცოდენიება რომელს აქვს არსებობის უფლება“, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.


პარტნიორები