მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივნისი  2017

    შემოდგომიდან ჭიათურაში განახლებული საბაგირო დაიწყებს ფუნქციონირებას

    შემოდგომიდან ჭიათურაში განახლებული საბაგირო დაიწყებს ფუნქციონირებას. "მუნიციპალური განვითარების ფონდში" „კომერსანტთან" საუბარში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. მათი ინფორმაციით, საბაგირო გზას რეკონსტრუქცია ჭიათურის 4 უბნის - სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით უტარდება.


    როგორც ცნობილია, საბაგიროზე 8 გონდოლა იმოძრავებს, რომლებიც 15-20 კაცზე იქნება გათვლილი. გონდოლებს ფონდი ფრანგული კომპანია Pomagalsk-სგან შეიძენს და სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოვა თბილისში.

    მთლიანად ჭიათურის საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია, აქედან სანატორიუმის მიმართულებით - 862 მეტრი, ნაზუქის - 1081 მეტრი, ლეჟუბანის - 845 მეტრი, ხოლო მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი.პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა. აქედან 13.2 მილიონი ევრო ფრანგული მხარეს ეკუთვნის.

    ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია "ჯორჯიან მარგანეცს" ეკუთვნის.

    ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.საბჭოთა კავშირის პირველი სამგზავრო საბაგირო გზა ჭიათურაში ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის 1954 წელს აშენდა.

     

    ავტორი: სოფო ქსოვრელი


პარტნიორები