სიახლეები
-
09 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო სფეროს რეგულირების კანონპროექტებზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე გასატანად დეტალურად განიხილავს და დახვეწს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, ასევე ალტერნატიულ ვარიანტს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ "არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ" კანონის პროექტს.
სამუშაო ჯგუფში, რომელსაც უხელმძღვანელებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, პარლამენტის ჩვიდმეტი წევრია გაერთიანებული. პარლამენტის ინფორმაციით, ასევე მოწვეული იქნებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. რომან კაკულიას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობის დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მოწესრიგების მიზნით დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე გასატანად დეტალურად განიხილავს და დახვეწს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, ასევე ალტერნატიულ ვარიანტს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ "არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ" კანონის პროექტს.
სამუშაო ჯგუფში, რომელსაც უხელმძღვანელებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, პარლამენტის ჩვიდმეტი წევრია გაერთიანებული. პარლამენტის ინფორმაციით, ასევე მოწვეული იქნებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. რომან კაკულიას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობის დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მოწესრიგების მიზნით დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.



