მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ივნისი  2017

    შუახევში და ქედაში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, მოადგილე მირიან ქათამაძემ და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულკტურისა და სპორტის სამინიოსტრო ავრცელებს.

    შუახევის მუნიციპალიტეტში წელს დასრულდება სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტის მიხედვით აშენებულია სამსართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი.

    შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი. ასევე, დასრულდა ჭვანის საჯარო სკოლის ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები. ქედის მუნიციპალიტეტში წელს მიმდინარეობს სოფელ ახოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სამუშაოების ღირებულება შეადგენს 378 109 ლარი.

    პროექტის მიხედვით ხდება შენობის სრული რეაბილიტაცია: სახურავის შეცვლა, არსებული ხის ფანჯრების, კარების, იატაკების დემონტაჟი და ახალი მდფ-ის კარების, მეტალოპლასტმასის ფანჯრების, ლამინატის იატაკების მოწყობა.

    ასევე, კეთილმოეწყობა ეზო და დაიგება ბეტონის ფილა. ქედის მუნიციპალიტეტში ასეევე, ხორცილედება ცხმორისის საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და პირველი მაისის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია.

    2017 წელს აჭარის განათლების, კულკტურისა და სპორტის სამინიოსტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამით“ განხორცილდება სულ 32 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 6 მილიონ ლარზე მეტი.

    შესაბამისად ობიექტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში, სამშენებლო ნორმების გათვალისწინებითა და მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები.

    სამინისტროს პროგრამით განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტებით აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სასწავლო გარემო


პარტნიორები