მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ივნისი  2017

    თბილისში ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

    თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა 300 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები.
    კონტრაქტორმა კომპანიამ 3700 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი უკვე მოხსნა. ამჟამად სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, საავტომობილო გზაზე ასფალტი ორ ფენად დაიგება და საფეხმავლო ტროტუარები და ბორდიურები მოწესრიგდება.


პარტნიორები