მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ივნისი  2017

    BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი Construcion Georgia 2017 გაიმართა

    BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი Construcion Georgia 2017 გაიმართა 6 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilis-ში BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით,ბიზნეს ფორუმი Construcion Georgia 2017 გაიმართა. თემის ფარგლებში მონაწილეებმაგანიხილეს სამშენებლო ბიზნესი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში.

    ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ისეთი ეკონომიკური ფაქტორების განსაზღვრა, როგორიც არის სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაშიდა სტანდარტიზაცის მნიშვნელოვანი გავლენები სამშენებლო სექტორზე. ფორუმის მთავარი თემები იყო: სამშენებლო დარგის არსებული მდგომარეობა დაგანვითარების ტენდენციები; უსაფრთხოების ზომების თანხვედრა სტანდარტებთან დახარისხის მაჩვენებლები; ენერგოეფექტურობის სტანდარტები - სტრატეგია დავალდებულებები; მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა ბაზარზე და დარგში არსებული სირთულეები; მომწოდებელთა ფაქტორი, მშენებლობისთვის საჭირო რესურსებისსპექტრი და მათი შესაბამისობა ხარისხთან; ინფრასტრუქტურული ბაზა დატექნოლოგიების გავლენა; სამშენებლო ბიზნესის ფინანსირება და არსებული რისკფაქტორები; განხორციელებული ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები.
     




    დამსწრე საზოგადოების რანგში, ფორუმს 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების,ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები,უცხოელი ინვესტორები, სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, საფინანსო დასადაზღვეო სექტორი, საინვესტიციო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები. „საქართველოში 6.951 მოქმედი სამშენებლო კომპანიაა, რაც ა დასტურებს ამ ინდუსტრიის მნიშვნელობას კერძო სექტორისა და ქვეყნის განვითარებისათვის. BUSINESS GEORGIA-მთავი მოუყარა ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებს იმ მიზნით, რომ ერთობლივად გამოევლინათ, განეხილათ და შეეჯამებინათ გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები სამომავლო განვითარებისათვის. საქართველოში დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია სამშენებლო მიმართულებით.
     


    ჩვენი კომპანიის როლია ბიზნე სინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდესუცხოელი ინვესტორებისა და ქარ თველი ბიზნეს მენების ერთმანეთთან დაკავშირება, " განაცხადა BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა.

     



    BUSINESS GEORGIA ბიზნეს ფორუმების ორგანიზებით და აქტუალური თემატიკის განსაზღვრით გამოირჩევა, რითაც ხაზგასმა ხდება იმ მოვლენებზე და ფაქტებზე, რაცასახავს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს. ინდუსტრიული, თემატური და რეგიონული ბიზნეს ფორუმების სახით კომპანია ცდილობს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.

    საქართველოს სამშენებლო სიახლეების გვერდი THOUSE.GE  კი აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი  პარტნიორია. ფორუმის მიზანია სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. 


პარტნიორები