მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივნისი  2017

    ხაშურში მინი სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს

    ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი-სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    ამჯერადაც, მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, ხაშურში, თევდორე მღვდლისა და 9 აპრილის ქუჩებზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის გამგეობამ 223 399 ლარი გამოყო.

    პროექტი აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება, როს შედეგადაც მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისთვის კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება.

     


პარტნიორები