მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივნისი  2017

    კომპანია Black Sea Group ( Video )

    თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ახალი იდეის და პროექტის განხორციელება გზით იწყება. ჩვენ ვაშენებთ გზებს, ვაკავშირებთ ერთმანეთთან ქალაქებს, ქუჩებს, შენობებს, სოფლებს. ჩვენ ვართ „კომპანია ბლექ სი გრუპი„ რომელიც 2005 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარობით ლიდერია საქართველოს ბაზარზე. დაარსებისთანავე „ კომპანია ბლექ სი გრუპ“–მა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზირებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა დაისახა უმთავრეს მიზნად და თავისი არსებობის განმავლობაში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა მთელი საქათველოს მასშტაბით.


    „ კომპანია ბლექ სი გრუპ“–ს გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზებულ იქნეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში: კერძოდ ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონის და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. კომპნიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენების შესაბამისი კომფორტული პირობების შექმნას. ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები და კვების ობიექტები. კომპანიაში არსებობს ტექნიკური პერსონალის ტრენინგისა და სწავლების ბაზა, სადაც სხვა და სხავა სპეციალობას ეუფლებიან კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები.
     

     


პარტნიორები