სიახლეები
-
06 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ოზურგეთში ხარაჩოდან მუშა გადავარდა
რამდენიმე საათის წინ, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა გადავარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, მუშას მოტეხილობა ქვედა კიდურებში აღენიშნება.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.