სიახლეები
-
06 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
"მესტიაჭალა1“ და "მესტიაჭალა2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება
„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება . ორივე ჰესს BGEO აშენებს. სხვანეთში მესტიაჭალის ელექტროსადგური 50 მეგავატი სიმძლავრის იქნება. პროექტში 65 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ჰესების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრებიან.
უახლოეს პეიოდში, BGEO ჰესის მშენებლობის დაწყებას გურიაშიც გეგმავს. BGEO ჯგუფი, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სფეროში მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს.