სიახლეები
-
“ჰუალინგ ჯგუფის” წევრი კომპანია “Hualing International Special Economic Zone” აცხადებს ვაკანსიას
“ჰუალინგ ჯგუფის” წევრი კომპანია “Hualing International Special Economic Zone” აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების გაანგარიშება;
** მიმდინარე დანახარჯების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან;
** პროექტებში განხორციელებული ცვლილებისას შესაბამისი კორექტირების შეტანა ხარჯთაღრიცხვაში;
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა.
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ფლობა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების და ასევე, ArchiCad-ის და AutoCad-ის ცოდნა;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2016 წლის 31 მაისამდე. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.




