სიახლეები
-
05 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
წავკისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რამდენიმე ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, ამაღლების, ი.გოგებაშვილის, ი. გოგებაშვილის პირველი ჩიხისა და მეფე თეიმურაზის ქუჩებზე.
სამუშაოების ფარგლებში, ოთხივე ქუჩაზე 10 622 კვ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება. ბორდიურები მოეწყობა და სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება. პროექტის საერთო ღირებულება 959 540 ლარია. სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ენკო“ აწარმოებს.