მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  ივნისი  2017

    უნიკალური კადრები, ციდან დანახული აგარა–ზემო ოსიაური ავტობანის მშენებლობა ( ფოტო კადრები )

    კომპანია Black Sea Group აგარა–ზემო ოსიაურის ავტობანის მშენებლობას აქტიურად ახორციელებს,
    ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდისა და მეორე წრიულის ავტობანზე გადასასვლელი ხიდის არმირების სამუშაოები და ასევე გომიდან ხაშურისკენ მიმავალი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

    THOUSE.GE გთავაზობთ სამშენებლო სამუშაოების  უნიკალურ კადრებს 

     

     

     

    „ კომპანია ბლექ სი გრუპ“–ს გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზებულ იქნეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში: კერძოდ ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონის და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. კომპნიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენების შესაბამისი კომფორტული პირობების შექმნას. ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები და კვების ობიექტები. კომპანიაში არსებობს ტექნიკური პერსონალის ტრენინგისა და სწავლების ბაზა, სადაც სხვა და სხავა სპეციალობას ეუფლებიან კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები.

     

     

     


     


პარტნიორები