სიახლეები
-
05 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
"რისკების შემცირებისთვის, ბანკები სამშენებლო სექტორისგან საკმაოდ დიდ ფინანსურ გარანტიებს ითხოვენ"
სამშენებლო ბიზნესი სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საბანკო გარანტიების საკითხს ასახელებს და ამ მიმართულებით საფინანსო დაზღვევის ახალი პროდუქტის შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც ,,საქმის კურსთან’’ საუბარში კომპანია ,,დორო ჯგუფის’’ გენერალური დირექტორი, ივა სიხარულიძე აცხადებს, ჯერ კიდევ შემორჩენილია სტერეოტიპი, როცა საფინანსო ინსტიტუტებს არასანდოობის პრობლემა აქვთ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში. რისკების შემცირების მიზნით კი ისინი კერძო სექტორისგან საკმაოდ დიდ ფინანსურ გარანტიებს ითხოვენ.
"ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ რისკები შეამცირონ. ეს სერიოზულად ურტყავს მიმწოდებელს, რადგან ფასი იზრდება უკვე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის მოცულობა გაცილებით მაღალია. გარანტიების დანახარჯები არ არის მხოლოდ თანხობრივი, იქ არის უზრუნველყოფის ნაწილი და გარანტიების ღირებულება. საბოლოო ჯამში, რისკების დონის შეფასება ზრდის საგარანტიო მომსახურებას. ფინანსური დაზღვევა სერიოზულად არის ასამუშავებელი, რაც სერიოზულ მხარდაჭერას აღმოუჩენს კერძო სექტორს. გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა აუცილებელია საფინანსო დაზღვევაზე დაიწყონ მუშაობა. ეს სოლიდურად შეამცირებს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს. თუ ახლა დავიწყებთ ამაზე მუშაობას, რამდენიმე წელში ეფექტი იქნება", - აცხადებს ივა სიხარულიძე.



