მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  ივნისი  2017

    ფოთში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

    ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მშვიდობის ქუჩაზე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოპოვებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
    მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

    სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კირსი“აწარმოებს.პროექტის ღირებულება 869 ათას 887 ლარს შეადგენს.

    სატუმბი სადგურის მშენებლობა მარტში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრუდება.

     


პარტნიორები