სიახლეები
-
31 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ბაიკალის ტბის ნაპირზე მამონტის ძვლის ფორმის სასტუმრო აშენდება
ბურიატიის რესპუბლიკის მმართველობის განცხადებით, ბაიკალის ტბასთან მამონტის ძვლის ფორმის სასტუმრო უნდა აშენდეს. ბურიატიის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.
„ტურისტებს ჩვეულებრივი სასტუმროები არ აინტერესებთ, მათთვის ადგილობრივი ისტორია და ეთნიკური ნიშან-თვისებებია საინტერესო. მამონტის თავის ქალის ფორმის სასტუმრო რესპუბლიკის ბრენდად და სავიზიტო ბარათად იქცევა," – განაცხადა ბურიატიის მმართველმა, ალექსეი ციდენოვმა.
პროექტი ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზე იმყოფება. გეგმის მიხედვით თითოეული ძვლის სიმაღლემ 100 მეტრი უნდა შეადგინოს, ხოლო თავის ქალის „შიგნით" საცხოვრებელი ოთახები და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება.
მამონტები ციმბირის ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 წლის წინ იყვნენ დასახლებულები. მათ ნამარხებს არქეოლოგიური გათხრების დროს დღემდე პოულობენ.