მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2017

    Red-Co ზაფხულში 5 სასტუმროს მშენებლობას გუდაურში იწყებს

    დეველოპერული კომპანია „რედკო" გუდაურში 5 სასტუმროს მშენებლობას იწყებს. კომპანიის პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობამ დუშეთის რაიონში, „მთა ვარცლას" ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება უკვე დაამტკიცა. პროცედურების მიხედვით შემდეგი ეტაპი ისევ მთავრობის მიერ არის დასამტკიცებელი, რაც მიმდინარე კვირაში მთავრობის სხდომაზე მოხდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობის ნებართვების აღება, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ამის შემდეგ კი კომპანია გუდაურში აქტიურ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

    კუნელაურის თქმით, მათი პროექტი 4 ფაზისგან შედგება, პირველ ეტაპზე 5 სასტუმროსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. პარალელურ რეჟიმში დაიწყება შემდგომი ეტაპისთვის მზადება. ჯამში კომპანია გუდაურში ნახევარი მილიონი კვადრატის განვითარებას გეგმავს.

     

     

    „ ამ ეტაპზე დაგეგმილია 5 სასტუმროს მშენებლობა, საიდანაც ერთი „რედისონის" ბრენდის ქვეშ იქნება , რომელიც თავად განახორციელებს სასტუმროს მართვას. ჯამში 26 შენობა უნდა ავაშენოთ 4 ეტაპად და თითო ეტაპზე ერთი ბრენდული სასტუმროა გათვალისწინებული. დანარჩენი სასტუმროები კი ჩვენი ბრენდით იქნება წარმოდგენილი. სასტუმროების გარდა, დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქურის, კომერციული ფართების, პარკინგების მოწყობა. ამას გარდა, დაგეგმილია რუსული აბანოების და შვეიცარიული შალეების მშენებლობა, რაც ძვირადღირებულ სეგმენტზეა იქნება გათვლილ„ აცხადებს კუნელაური.

     

     

    მისივე თქმით, სრულად პროექტის 4 ფაზის დასრულებას დაახლოებით 7 წელი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი 150 მილიონი დოლარია.

     

     

     


პარტნიორები