მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2017

    „ნიბა დელისის" პროექტში საპარტნიორო ფონდი შედის

    „ნიბა დელისის" პროექტში საპარტნიორო ფონდი შედის. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი კომპანიამ „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან" საუბარისას აცხადებს. მისი ინფორმაციით, დაფინანსებასთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა ახლა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ხელშეკრულებაც გაფორმდება.

    მისი განმარტებით, კომპანიამ კონკრეტული პროექტით დაინტერესებისთვის საპარტნიორო ფონდს თავად მიმართა და დადებითი პაუსუხიც მიიღო. გარდა ამისა, ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება როგორც თიბისი ბანკიდან, ისე მსხვილი ჰოლანდიური ფინანსური ჯგუფის ING-სგან. პროექტი ჯამში 25.7 მილიონი დოლარი ჯდება.

    წლების წინ შეჩერებული A-კლასის სავაჭრო ცენტრის პროექტის - „ნიბა დელისის" მშენებლობა ფინანსური სახსრების არარსებობის გამო რამდენიმეჯერ გადაიდო. პროექტში თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება თანაინვესტირების ფონდთან მიდიოდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.

    შეგახსენებთ, „ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5-სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მაქსიმილიანო ფუქსასია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების ათეულში შედის.

    „ნიბა ინვესტმა" ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

     

     

     

    ავტორი: სოფო ქსოვრელი


პარტნიორები