სიახლეები
-
23 მაისი 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმში 4500 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში $120 მილიონის ინვესტირება მოხდება
"ორბი ჯგუფი" ბათუმში ახალი კომპლექსის - საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი Twin Tower-ის მშენებლობას იწყებს. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, პროექტი ერთიანებს ორ 45 სართულიან კორპუსს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. ახალი კომპლექსი ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსდება.
კომპლექსი Twin Tower მსოფლიოში მე-6 აგილზეა სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება, მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება.
როგორც კომპანიაში სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.