სიახლეები
-
30 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
მშენებლობაზე, მე-9 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.