მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  მაისი  2017

    ქობულეთი ზაფხულის სეზონისთვის ემზადება, მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია

    ქობულეთის მუნიციპლიტეტში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც დეკორატიული სკამები განთავსდება. 

    პროექტის ფარგლებში ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) მოეწყობა. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.


პარტნიორები