სიახლეები
-
29 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
Apple - ი ახალ უნიკალურ საოფისე შენობას აშენებს, ბიუჯეტი კი 5 მლრდ დოლარს შეადგენს
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple ახალ საოფისე შენობას აშენებს, რომლის ღირებულებაც 5 მლრდ დოლარს შეადგენს.
კომპიუტერული გიგანტის მშენებარე ოფისი ონლაინ გამოცემა Wired-ის კორესპონდენტმა მოინახულა. შენობას ჯერ არაა დასრულებული, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტს პროექტის ყველაზე თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებები გაუზიარა.
შტაბ-ბინა გათვლილია 12 000 კაცზე და ის არის დონატის ფორმის. შენობის შიგნით მოწყობილი სამუშაო ზონები მაქსიმალურად ინტეგრირებულია კომპლექსის გარე ნაწილთან. მაგალითად, სასადილოს ერთ-ერთი შუშის კედელი მოძრავია - კარგ ამინდში შესაძლებელია მისი გადაწევა, იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ისადილონ სუფთა ჰაერზე.სპეციალურად ამისთვის პროექტის ავტორებმა შეუკვეთეს რეკორდულად დიდი, 4-სართულიანი შუშა, რომელიც იმოძრავებს მიწის ქვეშ დამალულ რელსებზე - იმისთვის, რომ თანამშრომლებმა მშვიდათ ისადილონ და გადაიტანონ ყურადღება ამოქმედებული მექანიზმის ხმაზე.
შუშის მოძრავი ნაწილის სიმაღლეა 16,5 მეტრი, სიგანე კი - 26 მეტრი. სულ იქნება 2 ასეთი გიგანტური მოძრავი შუშა, სასადილო კი გათვლილია ერთდოულად 4000 ადამიანზე.
სტივ ჯობსმა, რომელიც თავის დროზე იყო ახალი ოფისი აშენების ერთ-ერთი ინიციატორი, სთხოვა არქიტექტორს ნორმან ფოსტერს დაგეგმოს მხოლოდ ერთი სასადილო, იმისთვის, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება ხშირად შეხვდნენ და სადილის დროს გაუზიარონ ერთმანეთს ახალი იდეები.შენობის პერიმეტრი შეადგენს 1 კილომეტრს. თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია 9 300 კვარდატული მეტრის ფიტნეს-დარბაზი და იოგას მოყვარულებისთვის - 2-სართულიანი ოთახი - მის კედლებს მოაპირკეთებენ ქვით, რათა ის გავდეს სტივ ჯობსის საყვარელ სასტუმროს იოსემიტის ეროვნულ პარკში.
შტაბ-ბინის ფართობი შეადგენს 70 ჰექტარს.
შენობის გარდა იქ იქნება 9000 ხე, რომელიც დაირგება სტივ ჯობსის პირადი თხოვნის საფუძველზე. ოფისის ენერგომომარაგება განხორციელდება სახურავზე დამონტაჟებული მზის ბატარეების მეშვეობით.ახალი ოფისი მიიღებს თანამშრომლებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში. შენობის ათვისება მოხვდება ეტაპობრივად - ის მიიღებს 500 თანამშრომელს კვირაში.
თუმცა ახალ შენობა-დონატში ყველა თანამშრომელი ვერ მოთავსდება - ზოგიერთს მუშაობა დამხმარე კორპუსში მოუწევს, რომელიც ძირითადი ოფისის გვერდით შენდება.