სიახლეები
-
22 მაისი 2016
თქვენი რეკლამა
20 მაისს ქუთაისს ჩინეთის რესპუბლიკის შანდუნის პროვინციის ქ. ლაიუს დელეგაცია ესტუმრა.
20 მაისს ქუთაისს ჩინეთის რესპუბლიკის შანდუნის პროვინციის ქ. ლაიუს დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების ქ. ლაიუს მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ვანგ ლიანგი. ხელი მოეწერა ქალაქების დაძმობილების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრას "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალური დირექტორიც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონში განსახორციელებელ ინვესტიციებზე ისაუბრა.