სიახლეები
-
29 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ანაკლიაში, სოკოს ფორმის რესტორნის ასამუშავებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს
ანაკლიაში სოკოს ფორმის რესტორნის ასამუშავებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს. კაფე-რესტორნის პროექტი წინა მთავრობის დროს დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელია რესტორნის მოწყობა შეჩერებულია. დღეს კონსტრუქცია აწყობილია - დარჩენილია შენობის შემინვა და შიდა კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება.
როგორც ზუგდიდის გამგეობაში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს, ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და პროექტის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. ეკონომიკის სამინისტროში კი ადასტურებენ, რომ განმუხურში მდებარე ობიექტი მათ ბალანსზეა, თუმცა როგორც ქონების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერი ხდება, სახელწიფო ქონება ყველა განკარგვას ექვემდებარება და დაინტერესების შემთხვევაში განიხილავენ.რაც შეეხევა კაფე-რესტორანს - შენობა მდინარე ენგურისა და ზღვის შესართავთან მდებარეობს. მისი დაფუძნებისას გათვალისწინებული იყო რთული საინჟინრო და ჰიდროლოგიური პირობები. შენობის შემომზღუდავი კედლებისთვის გამოყენებულია თანამედროვე კომპოზიციური მასალები. ირკვევა, რომ შენობა სამ ნაწილად დამზადდა ფოთის გემთმშენებელ ქარხანაში. ნაწილების ტრანსპორტირება მოხდა ბორანით და ადგილზე მონტაჟი განხორციელდა.
პროექტი ქართულ-გერმანულმა საპროექტო ჯგუფმა „ჯი აი პი ენ"-მა განახორციელა, სადაც აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ კაფე-რესტორნის პროექტირების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნოდა.