Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $ids declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 293

Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344
რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  მაისი  2017

    რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს პროექტზე, თუ რა მიმართულებით გაივლის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

    ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, გიორგი სეთურიძე, რომელიც რიკოთის გზის მილიარდიან პროექტს კურირებს, "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ახალი ავტომაგისტრალი არსებული გზის პარალელურად გაივლის და ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე არსებული გზის ინფრასტრუქტურაც.

    "ერთ-ერთ მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი უკვე დაწყებულია. ახალი გზა 4 მონაკვეთადაა დანაწილებული. შეთანხმება დონორებთან მიღწეულია და უმოკლეს ვადებში გამოვაცხადებთ ტენდერს დარჩენილი 3 მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებზეც", - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

    აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარდა, სახელმწიფო აშენებს რიკოთის გზის ალტერნატიულ გზასაც, რომელიც ხარაგაულის მიმართულებით გაივლის და ზესტაფონს დაუკავშირდება.

    "ორივე გზის სიგრზე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება. დაიწყება ჩუმათელეთიდან და დასრულდება ზესტაფონის გასასვლელში. აშენდება არსებული გვირაბის პარალელური გვირაბი. გარდა ამისა კიდევ აშენდება 20 კილომეტრი საერთო სიგრძის სხვადასხვა გვირაბი, რომლის საშუალებით შევამოკლებთ გზას ქედების გარშემო", - აცხადებს სეთურიძე.

    რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა რიკოთის გზის ალტერნატივა ტრანსპორტისთვის ფასიანი, რომლის შესაძლებლობაზეც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა, მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ჯერჯერობით ფასიანი გზის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

    "ჯერჯერობით არ განიხილება, დასაშვები ყველაფერია. ამ ეტაპზე ყველა მონაკვეთი, რაც შენდება, იქ ფასიანი მონაკვეთები გათვალისწინებული არ არის", - ამბობს გიორგი სეთურიძე.

    ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველის თქმით, რიკოთის ახალი გზის პირველი მონაკვეთის - ჩუმათელეთი-ხევის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, ხოლო დარჩენილი სამი მონაკვეთის - ხევი-ზესტაფონის დაპროექტება მიმდინარე წელს დაიწყება, მშენებლობა კი 7-8 თვით გვიან, ვიდრე პირველი მონაკვეთი.

    გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი, მეორეს კი აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი 20%-ია. პროექტი, რომელიც სავარაუდოდ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

     

     


პარტნიორები