სიახლეები
-
25 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაძლოა ხეების მოჭრის უფლება მიეცეს
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ინიციატივით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაძლოა ხეების მოჭრის უფლება მიეცეთ. ლაპარაკია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ - არაუმეტეს 15 მეტრში, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების შესახებ წერილობითი თანხმობის გაცემაზე.
მთავრობის მიერ წარდგენილ ცვლილებაში, რომელიც "საავტომობილო გზების შესახებ კანონში" უნდა შევიდეს, ასევე წერია, რომ დეპარტამენტს მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზების სიახლოვეს მდებარე ხე-მცენარეების მოჭრაზე შეეძლება თანხმობის გაცემა. მოჭრილი ხეები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსდება.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მთავრობის წარდგენილ ინიციატივებშია საგზაო დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე გზისპირა ზონებში ცენტრთან შეთანხმების გარეშე შემდეგი სახის მშენებლობებს აკრძალვას შეეხება: ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები; მილსადენების მელიორაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაყვანა და არსებულის შეკეთება; სასოფლო-სამეურნეო და გეოლოგიური ძიების სამუშაოები; გარე განათების მოწყობა, ელექტროგადამცემი და კავშირგამბულობის ხაზების, ასევე სხვა კომუნიკაციების გაყვანა; ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია; გამწვანების მოწყობა; დროებითი ნაგებობების განლაგება; კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ ნაგებობათა მოწყობა; მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება.
ცვლილებები შედის სხვილგაბარიტიანი ან მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის დადგენაშიც. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს, დეპარტამენტთნ შეთანხმებული იქნა საშუალოდ 3300 მიმართულება, ცენტრის მიერ მინიმალურ მანძილზე - 100კმ-მდე მიმართულებაზე მარშრუტის განსაზღვრის შემთხვევაში, მისი შემოსავალი 749 100 ლარს შეადგენს. ამასთან, 2016 წელს, დეპარტამენტში, სამშენებლო სამუშაოებთნ დაკავშირებით 950-მდე განცხადება შევიდა. აღნიშნული რაოდენობის განცხადებების მიღების შემთხვევაში კი, ცენტრის შემოსავალი 247 000 ლარით განისაზღვრება“, - წერიაკანონპროექტის განმარტებით ბარათში.