სიახლეები
-
25 მაისი 2017თქვენი რეკლამა
შატილში კოშკი ჩამოინგრა - ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლი საფრთხეშია
შატილში ერთ-ერთი ისტორიული კოშკის კედელი ჩამოინგარა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სხვა კედლებიც ჩამოინგრეს, რადგან მათი დიდი ნაწილი საგრძნობლად არის დაზიანებული.
ასევე ნაწილობრივ არის დაზიანებული სალუდე.
ისტორიული ძეგლი დილის 05:00 საათზე ცამოინგრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების განცხადებით, მომხდარის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება გახდა, რასაც უხვი ნალექი დაემატა.
ადგილზე ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებოდნენ, მათ ადგილზე შეისწავლეს დაზიანება და დაადგინეს, რომ კოშკი აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.



