მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მაისი  2017

    ჩუღურეთის რაიონში ავარიული სახლების გამაგრება 5 მისამართზე მიმდინარეობს

    თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ქურდიანის, მამარდაშვილის, გორკის, მარჯანიშვილისა და რომის ქუჩებზე ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. ქურდიანის ქუჩის N20 -ში, მამარდაშვილის ქუჩის N34 -ში, გორკის ქუჩის N37 – ში, მარჯანიშვილის ქუჩის N57-სა და რომის ქუჩის N14-ში პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლის ლითონის ბადით მოჭიმვა განხორციელდება.
    როგორც „სითი კვირას“ ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით​, რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტის განხორციელებას განაგრძობს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2017 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 10%-ს გადაიხდის.
    ​ჩუღურეთის გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ პროექტების განხორციელება 95 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 86 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა.


პარტნიორები