სიახლეები
-
24 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
მოძვი-ჯალაურთის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა გრძელდება
სოფელ მოძვისა და ჯალაურთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა გრძელდება.
შესასრულებელი სამუშაოს შესყიდვა ორწლიანია. 2017-18 წლებში ასფალტის საფარი 1 825 მეტრზე მოეწყობა. სამუშაოს შ.პ.ს. ნიუ როუდი 588 000 ლარად შეასრულებს.
თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი წინა წელს მოეწყო. სულ აღნიშნული გზის სიგრძე 9 500 მეტრია. ეტაპობრივად გზის სრული სიგრძე ასფალტირდება.