მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მაისი  2017

    Accor Group-ი თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

    Accor Group-მა, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი და ევროპის ბაზრის ლიდერია, ოფიციალურად განაცხადა ახალი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს - ibis styles Tbilisi center-ის გახსნის შესახებ. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის შუაგულში - გ.ტაბიძის #4-ში, ახლოს რუსთაველის გამზირთან. ამ დროისთვის, ibis styles-ი, Accor-ის მეორე სასტუმროა თბილისში.

    ibis styles Tbilisi center მოიცავს 119 ოთახს, რომელშიც შედის 101 სტანდარტული ოთახი, 7 სუპერიორი და 11 ლუქსი. ყველა ოთახი გთავაზობთ მყუდრო გარემოს დიდი საწოლითა და კომფორტული ძილის შესაძლებლობით, აგრეთვე ჩაისა და ყავის კუთხეს.

    სასტუმროს V სართულზე განლაგებული City Roof ტერას ბარი, გთავაზობთ უგემრიელესი აზიური სამზარეულოს კერძების ნაირსახეობას, არაჩვეულებრივი პანორამული ხედებით.

    სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო, უსადენო, ინტერნეტი.

    ACCOR HOTELS-ის შესახებ

    ფრანგული კომპანია Accor-ი არის სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 95 ქვეყანაში 4100 სასტუმროს ფლობს. 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში მან მსოფლიო წარმატებას მიაღწია. Accor-ის სხვადასხვა კლასის მსოფლიოს წამყვან სასტუმროებში დაახლოებით 240 000 ადამიანია დასაქმებული. ჯგუფი Accor-ი იცავს ხარისხის სტანდარტებს და სტუმრებს დაუვიწყარ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. www.accorhotels.com


    Maqro Construction-ის შესახებ

    საერთაშორისო კომპანია „მაქროქონსთრაქშენი" საქართველოში საქმიანობს სამშენებლო, სასტუმრო, საცალო ვაჭრობისა და კვების სექტორში. საქართველოს სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ინვესტორებს შორის, ის პირველ ათეულშია.

    „მაქროქონსთრაქშენმა" 2015 წლის 30 ივნისს, ქალაქის ისტორიული ნაწილის ყველაზე ტურისტულ ადგილას - მტკვრის სანაპიროზე გახსნა 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Mercure". სასტუმრო „Mercure Tbilisi Old Town" ფრანგულ AccorHotel Grup-თან ერთად განხორციელებული პირველი ერთობლივი პროექტია. მისი მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროშიარის 108 კომფორტული ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, საუნა და ფიტნესის დარბაზი. კომპანიის შემდგომი პროექტი 3 ვარსკვლავიანი, 119 ნომრიანი სასტუმრო IBIS STYLES TBILISI CENTER-ია.

    სასტუმრო „IBIS STYLES TBILISI CENTER"-იშეუდარებელადგილას,ქალაქისგულში, თავისუფლების მოედანთან ახლოს არის განლაგებული. სასტუმროს ინტერიერი გამოირჩევა თანამედროვე, მშვიდი დიზაინით. არაჩვეულებრივი ხედების მქონე ტერასები და ტერასაზე გამავალი ნომრები მიმზიდველობას მატებს მას. „IBISSTYLES TBILISI CENTER"-ი, „მაქროქონსთრაქშენის" მიერ ორ წელიწადში დასრულებული მეორე პროექტია. იგი ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
    www.maqro.ge


    ibis styles - ის შესახებ

    თანამედროვე დიზაინის, ეკონომ ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია მათზე, ვინც საუკეთესოს ეძებს, საუკეთესოთა შორის. ibis styles-ი გთავაზობთ all-inclusive პაკეტს, სადაც საუზმე და ინტერნეტი, ოთახის ღირებულებაში შედის. ქალაქის ცენტრში განლაგებულ ყოველ სასტუმროს, აქვს ინდივიდუალური, მკვეთრი და მხიარული დიზაინი იუმორის ელემენტებით. ბრენდის მთავარი ფასეულობა - ხელმისაწვდომობა და ხარისხია.

    თითოეული ibis styles - ი გამოირჩევა კრეატიული და ფერადი დიზაინით, რაც ქმნის მეგობრულ და მხიარულ გარემოს.


პარტნიორები