სიახლეები
-
23 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტის I ფაზის მშენებლობა 15 ნოემბერს დაიწყება
ანაკლიის პორტის I ფაზის მშენებლობა 15 ნოემბერს დაიწყება - ამის შესახებ (სკოპინგის) ანგარიშშია ნათქვამი, რომლის აქტიური განხილვა დაიწყო და კომენტარების გაგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლია 15 ივლისამდე.
პირველი ფაზის საკონტეინერო ტერმინალის ფუნქციონირება 2020 წელს უნდა დაიწყოს და მოიცავს 2028-2029 წლებს.
უკვე ცნობილია, რომ პირველი ფაზა ფოკუსირებული იქნება წელიწადში 8 მილიონი ტონა საკონტეინერო ტვირთის გამტარუნარიანობაზე. ამასთან, კონტეინერების საწყისმა გამტარუნარიანობამ 2020 წელს უნდა შეადგენოს დაახლოებით 300,000 TEU. გეგმით ნავარაუდევია, რომ 2025 წელს კი, გამტარუნარიანობა 650,000 TEU იქნება. 2025 წლის შემდეგ გამტარუნარიანობის ზრდა დაგეგმილია კონტეინერების ბაზრის მთლიანი ზრდის პარალელურად (მაგ. წელიწადში 3%-5%). 2028 წელს კონტეინერების გამტარუნარიანობამ დაახლოებით 790,000 TEU უნდა მიაღწიოს.
ასევე ცნობილია, რომ ნავსადგურის განვითარების პირველი ფაზა დაფარვს დაახლოებით 110 ჰექტარს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უზარმაზარ სავაჭრო შესაძლებლობებს შექმნის კავკასიის რეგიონში და ხმელეთით შემოსაზღვრულ შუა აზიის ქვეყნებში", - მიიჩნევენ პროექტის ავტორები, აღნიშნავენ, რომ ნავსადგურის მთავარი ბაზარი გათვლილია საქართველოზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე. გარდა ამისა, ანაკლიის ნავსადგური მოემსახურება ე.წ. მეორად ბაზარს, რომელიც მოიცავს ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ირანს.GBC.GE