მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  მაისი  2017

    თემქაზე აუზების და სპორტული დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს

    ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება.

    "თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. 

    მშენებლობა თემქის XI მიკრორაიონში მიმდინარეობს.



    სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.

    სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს.

     მშენებლობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამაც დაათვალიერა.


პარტნიორები